ასტრაზენეკას ვაქცინებს ვადა გასდის, მეორე დოზით ასაცრელებს სხვა ვაქცინას შესთავაზებენ
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ცნობით, COVID-19-ის საწინააღმდეგო ასტრაზენეკას ვაქცინის მე-2 დოზის მიღების ბოლო ვადაა 31 ოქტომბერი.

იმ პირებს, ვისაც 1 ნოემბრიდან მიღებული აქვთ ასტრაზენეკას პირველი დოზა, ნებისმიერ ალტერნატიულ ვაქცინას შესთავაზებენ, მათ შორის, ფაიზერს, სინოფარმს ან სინოვაკს.

ამირან გამყრელიძემ ნეტგაზეთს განუცხადა, რომ ასტრაზენეკას ვაქცინაზე მოთხოვნა არ არის და არსებულ მარაგებს ვადა გასდის.

“ვადა უთავდება იმას, რაც გვაქვს. ახალი არ შემოგვაქვს და მოხდება მეორე აცრებზე ჩანაცვლება ნებისმიერი ვაქცინით”, — განუცხადა გამყრელიძემ ნეტგაზეთს.

20 ოქტომბერს 5 194 ადამიანი აიცრა. საქართველოში სრულად ვაქცინირებულია 914 311 ადამიანი, რაც მოზრდილი მოსახლეობის 32.0 პროცენტია. მინიმუმ ერთხელ აიცრა მოსახლეობის 35.8 პროცენტი, ანუ 1 017 863 ადამიანი.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები
დაიცავი დისტანცია