სააკაშვილის შემოსვლის საქმეზე დაკავებულ მე-4 პირსაც პატიმრობა შეუფარდეს
თბილისის საქალაქო სასამართლომ მიხეილ სააკაშვილის საქართველოში შემოსვლის საქმეზე დაკავებულ მე-4 მოქალაქეს, გიორგი ნარიმანიძესაც პატიმრობა შეუფარდა.

მიხეილ სააკაშვილის საქმის გამოძიების ფარგლებში პოლიციამ ნარიმანიძე 20 ოქტომბერს დააკავა დანაშაულის დაფარვის ბრალდებით. მანამდე, სააკაშვილის გარდა, სამი პირი იყო დაკავებული.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 375-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით მიმდინარეობს, რაც მძიმე დანაშაულის წინასწარ შეუპირებლად დაფარვას გულისხმობს. დანაშაული 4 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

წყარო: ნეტგაზეთი
Print