საგამოძიებო სამსახურმა ერთი პირი დააკავა
დიდი ოდენობით ყალბი ფულის გასაღების ფაქტზე ერთი პირი დააკავეს. ამის შესახებ report.ge-ს საგამოძიებო სამსახურიდან აცნობეს.

უწყების ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, გაასაღა 5 000 აშშ დოლარის ოდენობის, 50 ერთეული ყალბი 100 აშშ დოლარიანი კუპიურა.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 212-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 7-დან 10 წლამდე ვადით.

წყარო: report.ge
Print