აზერბაიჯანის საელჩომ საქართველოში მოქმედ სათემო ცენტრებს წიგნები გადასცს
22 ოქტომბერს, საქართველოში აზერბაიჯანის რესპუბლიკის საელჩოს მიერ, საქართველოში მოქმედ 8 სათემო ცენტრს , ასევე საქართველოს აზერბაიჯანელთა ინტეგრაციის ცენტრს, აზერბაიჯნულენოვანი წიგნები აჩუქა. წიგნები მარნეულში, ატა ჰოლდინგის სპორტ კომპლექსში გადასცეს. ღონისძიებას ესწრებოდნენ საქართველოში აზერბაიჯანის რესპუბლიკის საელჩოს პირველი მდივანი ანარ რასულოვი, სათემო ცენტრების დამფუძნებლები და აქტიური მოქალაქეები.

წიგნების გადაცემის ღონიძიებაზე, საქართველოში აზერბაიჯანის რესპუბლიკის საელჩოს პირველმა მდივანმა, ანარ რასულოვმა აღნიშნა, რომ საელჩოს მხარდაჭერით სათემო ცენტრებს 1430 წიგნი გადაეცათ და მსგავსი მხარდაჭერა გაგრძელდება.

"ჩვენ დავაორგანიზეთ წიგნების გადაცემა. 8 სათემი ცენტრი და დამატებით საქართველოს აზერბაიჯანელთა ინტეგრაციის ცენტრს გადავცემთ. ანუ საერთო ჯამში 9 სათემო ცენტრს დაურიგდა ეს წიგნები. ჩვენ ამ მხარდაჭერას დიდი სიხარულით ვასრულებთ. ჯერ დიდ მადლობას გიხდით ყველას რომ ამ სოფლებში ახალგაზრდებისთვის არაფორმალური განათლების მისაღებად შექმენით ეს ადგილები. ისინი თავისუფალ დროს აქ ატარებენ. როგორც საელჩო ჩვენ სულ თქვენს გვერდით ვართ."

ახალი აზროვნების ინსტიტუტის ერთ-ერთი დამფუძნებელი ქამრან ეფენდიევი რადიო მარნეულთან საუბრისას ამბობს, რომ სოფლის სკოლებში აზერბაიჯანულენოვანი წიგნები არასკმრისადაა. მისი თქმით, საელჩოს მიერ გადაცემული წიგნებით ბევრი ახალგაზრდა ისარგებლებს.

"ყველა სათემო ცენტრს, პროექტის ფარგლბეში 90 წიგნს გადავცემთ და ახალგაზრდებმა კითხვის კლუბი უნდა შექმნან. 6 თვის განმავლობაში წაიკითხავენ ამ წიგნებს. ახალგაზრდები ყოველდღიურად წავლენ ამ ცენტრებში და წიგნებს წაიკითხვანენ, დისკუსიებს გამართავენ. ჩვენ ყოველი თვის ბოლოს ცენტრებისაგან ანგარიშს მოვითხოვთ. სამწუხაროა, რომ სოფლებში მხატვრული ლიტერატურის არ არსებობა დიდ პრობლემებს ქმნიდა. ამ პრობლემების სათაურში კი აზერბაიჯანულეონავნი წიგნების უკმარისობა იდგა."

სათემო ცენტრების ხელმძღვანელებმა გადაცემული წიგნების გამო საელჩოს მადლობა გადაუხადეს. ცენტრის ხელმძღვანელებმა აღნიშნეს რომ მათ მიერ განხორციელებული პროექტი "კითხვის კლუბი"ს ფარგლებში ახალგაზრდები საელჩოს ნაჩუქარი წიგნებით ისარგებლებენ.

"წიგნების არარსებობის გამო, ჩვენ აქტიურად ვერ ვმუშაობდით. ახლა ჩვენ 30-მდე მკითხველი გვყავს. ისინი ყოველ თვე მოდიან სათემო ცენტრიდან წიგნებს იღებენ და კითხულობენ. წიგნების უკმარისობის გამო პრობლემები გვქონდა."

აღსანიშნავია, რომ საქართველოში აზერბაიჯანის საელჩოს მიერ 8 სათემო ცენტრსა და ასევე, ინტეგრაციის ცენტრს, 90 წიგნი აჩუქეს.

რადიო "მარნეული"
Print