თურქეთის პრეზიდენტი დღეს აზერბაიჯანს ეწვევა
დღეს თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი ერთდღიანი სამუშაო ვიზიტით აზერბაიჯანს ეწვევა. ინფორმაციას აზერბაიჯანული მედია ავრცელებს.

ერდოღანის თვითმფრინავი ფიზულის საერთაშორისო აეროპორტში დაეშვება.

ერდოღანის ვიზიტი აზერბაიჯანის პრეზიდენტის, ილჰამ ალიევის მიწვევით შედგება.

ორი ქვეყნის პრეზიდენტები ქალაქ ფიზულიში საერთაშორისო აეროპორტის გახსნის ცერემონიაში მიიღებენ მონაწილეობას.

ორი ქვეყნის ლიდერები ასევე მიიღებენ მონაწილეობას ზანგილანში "ჭკვიანი აგროპარკის" საძირკვლის ჩაყრის ცერემონიაში, რომელიც თურქეთის მხარდაჭერით აშენდება.

ვიზიტის ფარგლებში თურქეთსა და აზერბაიჯანს შორის ორმხრივი ურთიერთობების ყველა ასპექტი და თანამშრომლობის გაღრმავებისკენ მიმართული ნაბიჯები იქნება განხილული.

შეხვედრების ფარგლებში ასევე გაიმართება აზრთა გაცვლა აქტუალურ რეგიონულ და საერთაშორისო საკითხებზე.

წყარო: report.ge
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები