საქართველოდან კარტოფილის ექსპორტი 10-ჯერ გაიზარდა - სად ვყიდით პროდუქტს
საქართველოდან კარტოფილის ექსპორტი რეკორდულად გაიზარდა.

საქსტატის მონაცემებით, 2021 წლის იანვარ-სექტემბერში ქვეყნიდან 30 006 ტონა კარტოფილი გავიდა, (ჯამში 10.595 მლნ დოლარის ღირებულების), რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით თითქმის 10-ჯერ მეტია. 2020 წლის 9 თვეში კარტოფილის ექსპორტმა 3 012 ტონა შეადგინა (917.3 ათასი დოლარი). ამაზე დიდი რაოდენობით პროდუქტი ქვეყნიდან 2017 წლის 9 თვეში გავიდა, მაშინ საქართველომ უცხოეთში 35 681 ტონა კარტოფილი გაყიდა. განსხვავება მხოლოდ მთავარი ექსპორტიორი ქვეყანა იყო, 2017-ში პროდუქტის 98,5% აზერბაიჯანში გავიდა.

რაც შეეხება 2021 წლის იანვარ-სექტემბერს და ექსპორტიორ ქვეყნებს, წელს ქართული კარტოფილი ძირითადად 8 ქვეყანაში გავიდა, ყველაზე დიდი რაოდენობით კი რუსეთში - მთლიანი ექსპორტის 68%.

Top-5 ქვეყანა, სადაც 2021 წლის 9 თვეში საქართველოდან ყველაზე დიდი რაოდენობით კარტოფილი გავიდა:
  • რუსეთი - 20 403 ტონა (9.009 მლნ დოლარი)
  • აზერბაიჯანი - 4 924 ტონა (614.2 ათასი დოლარი)
  • მოლდოვა - 1 738 ტონა (319.6 ათასი დოლარი)
  • თურქმენეთი - 871 ტონა (125.3 ათასი დოლარი)
  • ბელარუსი - 669 ტონა (177.1 ათასი დოლარი)

წყარო: BPN
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები