როგორია სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა - უახლესი ინფორმაცია
საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის პირადი ექიმის ნიკოლოზ ყიფშიძის განცხადებით, სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა, შესაძლოა, ნებისმიერ დროს შეიცვალოს.

ამასთან, როგორც ექიმმა რუსთავის N12 პენიტენციური დაწესებულების დატოვების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, სააკაშვილი შიმშილობის შეწყვეტას არ აპირებს და უარს ამბობს გლდანის ციხის საავადმყოფოში გადაყვანაზე.

"ჯანმრთელობის მდგომარეობა ისეთივეა, როგორც გუშინ იყო. გავიარეთ ტესტების ანალიზი, ასე თუ ისე, არაუშავს.

პოზიცია იგივეა, შიმშილობა გრძელდება. არაფრის დიდებით არ წავა გლდანის ციხის საავადმყოფოში. წნევის ცვალებადობა არის.

ამ წუთში ჰოსპიტალიზაციას არ საჭიროებს, მაგრამ შესაძლოა, 10 წუთში საჭიროება იყოს",
- განაცხადა ყიფიანმა.

შეგახსენებთ, საქართველოს მესამე პრეზიდენტი, პირველ ოქტომბერს დააკავეს.

მიხეილ სააკაშვილი ციხეში 26-ე დღეა შიმშილობს.

წყარო: report.ge
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
დაიცავი დისტანცია