თბილისში ნაგვის ურნიდან ცეცხლი მანქანაზე გადავიდა
თბილისში, პეკინის ქუჩაზე, ნაგვის ურნა დაიწვა. ნაგვის ურნიდან ცეცხლი იქვე მდგარ მანქანას მოედო. შემთხვევა დღეს, 26 ოქტომბერს, მოხდა.

როგორც ნეტგაზეთს საგანგებო სიტუაციების სამსახურში განუცხადეს, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. მათივე ცნობით, ამ დროისთვის ცეცხლი ლიკვიდირებულია.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
დაიცავი დისტანცია