საქართველოში კორონავირუსის 4 337 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 3 137 პაციენტი
საქართველოში კორონავირუსის 4 337 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.

ქვეყანაში ბოლო 24 საათში 3 137 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 42 პაციენტი.

ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 53 434 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 31 582, „პისიარ“ ტესტით – 21 852.

ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 8,12%, ბოლო 14 დღის – 8,91%, ბოლო შვიდი დღის – 8,8%.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 703 281 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 642 701 გამოჯანმრთელდა, 9 873 კი, გარდაიცვალა.

სულ ჩატარდა 1 961 165 აცრა, დღიურად აცრილია 4 878.

კარანტინის რეჟიმშია 51, სტაციონარში მეთვალყურეობას 6 228 ადამიანი გადის, კლინიკურ სასტუმროში იმყოფება 996 პირი.

ამასთან, 26 ოქტომბრის მდგომარეობით, საქართველოში კორონავირუსის 4 762 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 3 953 პაციენტი, გარდაიცვალა 43.

წყარო: პირველი არხი
Print