ტელეკომპანია „ფორმულას“ და „TV პირველის“ ინფორმაციით, თავისუფლების
მოედანზე „ქართული ოცნების“ აქციის მონაწილეები ჟურნალისტებს
სიტყვიერად და ფიზიკურად დაუპირისპირდნენ.
ტელეკომპანიის განცხადებით, შეურაცხყოფა მიაყენეს „ფორულას“
ჟურნალისტს, რატი წვერავას, რომელიც 5 ივლისს ჰომოფობური აქციის დროს
დაშავდა:
„ფორმულას ჟურნალისტს, რატი წვერავას „ოცნების” აქციაზე
მისულმა მოქალაქეებმა ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს.
აქციის მონაწილეები აგრესიულად არიან განწყობილი კრიტიკული მედიის
სხვა ჟურნალისტებისა და ოპერატორების მიმართაც“, –
აცხადებენ ტელეკომპანია „ფორმულაში“.
„ტელეკომპანია პირველის“ ცნობით კი, მათი ჟურნალისტის მიკროფონს
აქციის მონაწილემ სიგარეტი ჩააწვა. ტელეკომპანია აცხადებს, რომ
გეგმავს, შსს-ს მიმართოს.
„ნეტგაზეთი“ მომხდართან დაკავშირებით ცდილობს საქართველოს შინაგან
საქმეთა სამინისტროს დაუკავშირდეს. უწყებისგან პასუხის მიღების შემდეგ
სტატია განახლდება.