ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონეტარული პოლიტიკის ანგარიშის
თანახმად, 2021 წლის დასაწყისიდან მკვეთრად გაიზარდა სამომხმარებლო
ფასების ინდექსი როგორც განვითარებულ, ასევე მზარდ და განვითარებად
ქვეყნებში.
აღნიშნული ძირითადად განპირობებულია პანდემიის პირობებში მიწოდების
მხარეს წარმოქმნილი შეფერხებებით, ასევე, საერთაშორისო სასაქონლო
ბაზრებზე პროდუქციის ფასების მზარდი დინამიკით.
საკვები პროდუქტების ფასების ინდექსი სექტემბერში 32.8%-ით გაიზარდა
წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.
ამასთან, ხოლო ნავთობის საერთაშორისო ფასი კი თითქმის
გაორმაგებულია.
საერთაშორისო სავალუტო ფონდის ოქტომბრის პროგნოზის მიხედვით, 2021
წელს გლობალურად მაღალი ინფლაციური გარემო შენარჩუნდება და ინფლაცია
პანდემიამდელ მაჩვენებლებს 2022 წლის მეორე ნახევარში
დაუბრუნდება.