ჩაგვბარდა კი არა, ჩვენ დავიჭირეთ - ღარიბაშვილი
სააკაშვილი საქართველოში ერთადერთი მიზნით ჩამოვიდა, რომ მოეხდინა რევოლუცია, გადატრიალება და ის ბინძური პროვოკაცია, რომელიც ჰქონდა დაგეგმილი, მათ შორის რამდენიმე ადამიანის მკვლელობა,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

„ჩვენ ამის თაობაზე გავაკეთეთ კომენტარი და შემიძლია, კიდევ ერთხელ გავიმეორო, სააკაშვილი საქართველოში ერთადერთი მიზნით ჩამოვიდა, რომ მოეხდინა რევოლუცია, გადატრიალება და ის ბინძური პროვოკაცია, რომელიც ჰქონდა დაგეგმილი, მათ შორის რამდენიმე ადამიანის მკვლელობა. რაც შეეხება თქვენს რეპლიკას, ჩაგვბარდა კი არა, ჩვენ დავიჭირეთ ის“,
- აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

წყარო: report.ge
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
დაიცავი დისტანცია