17 ნოემბერს მარნეულის ბიუჯეტის საჯარო განხილვა გაიმართება
მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულო 2022 წლის ბიუჯეტს განიხილავს, ამის შესახებ ინფორმაცია საკრებულოს ფეისბუქ გვერდზე განათავსეს.

ბიუჯეტის განხილვა 17 ნოემბერს 15:00 საათზე, მარნეულის მერიის მცირე საკონფერენციო დარბაზში, გაიმართება.

ბიუჯეტის საჯარო განხილვაში მონაწილეობის მიღება ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შეუძლია. მოქალაქეებს შესაძლებლობა ექნებათ ბიუჯეტის პროექტში შენიშვნებიც შეიტანონ.

რადიო „მარნეული“

Print