ქამრან ეფენდიევი „ახალგაზრდა მუშაკების“ ჯილდოს კანდიდატია
„ახალი აზროვნების ინსტიტუტის“ ერთ-ერთი დამფუძნებელი, ქამრან ეფენდიევი „ახალგაზრდული სააგენტოს“ „ახალგაზრდა მუშაკების“ ჯილდოს კანდიდატია.
ეფენდიევის თქმით, კონკურსის შესახებ ინფორმაცია სააგანეტოს გვერდზე ნახა და დაინტერესდა.

„თუ გავიმარჯვებ კარგია. რა თქმა უნდა გამარჯვება იმდენად არაა მნიშვნელოვანი. ამისთვის არ ვმუშაობთ. თემს ვემსახურებით. უბრალოდ, ადამიანების მხრიდან შეფასება სასიმოვნოა“

კამრან ეფენდიევი აცხადებს, რომ დღეს, 26 ნოემბერს 20:00 საათზე ახალგაზრდა მუშაკების ეროვნული ფორუმი გაიმართება და ქვემო ქართლის გამრჯვებული ცნობილი გახდება.

აღსანიშნავია რომ ახალი აზროვნების ინსტიტუტის დამფუძნებელი კამრან ეფენდიევი დღემდე ბერვ ორგანიზაიაში მუშაობდა და 40-მდე პროექტი განახორციელეს.

ფორუმის მიზანია თავი მოუყაროს ახალგაზრდულ საქმიანობაში ჩართულ ახალგაზრდულ მუშაკებს, საინიციატივო ჯგუფებს, ასოციაციებსა და ინსტიტუტებს და მათთან ერთად აღნიშნოს საქართველოში ახალგაზრდული საქმიანობის მნიშვნელობა და მიმდინარე პროცესები.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები