ტყიბულში მიწის მასაში მოყოლილი მამაკაცი გარდაცვლილი ამოიყვანეს
ტყიბულში მიწის მასის ქვეშ მოყოლილი მამაკაცის ცხედარი მაშველებმა ამოიყვანეს.

გარდაცვლილი ქუთაისში პროზექტურაში გაასვენეს.

შეგახსენებთ, მაშველებმა ტყიბულის შახტაში, მიწის მასის ქვეშ მოყოლილი ერთ-ერთი პირი რამდენიმე საათის წინ ამოიყვანეს და საავადმყოფოში გადაიყვანეს.

ცნობისთვის, ტყიბულში, ქვანახშირის მოპოვების კარიერში მიწის მასა ჩამოიშალა და შედეგად, ნანგრევებში ორი ადამიანი მოექცა.

წყარო: report.ge
Print