ტყიბულში, მიწის მასის ქვეშ მოყოლილი მამაკაცის ცხედარი მაშველებმა ამოიყვანეს
ტყიბულში, ქვანახშირის ღია მოპოვების კარიერზე, მიწის მასის ქვეშ მოყოლილი მამაკაცის ცხედარი მაშველებმა ამოიყვანეს. ის ქუთაისში პროზექტურაში გაასვენეს.

შეგახსენებთ, რომ ტყიბულში, შახტაში მიწის მასის ქვეს 2 ადამიანი იყო მოყოლილი. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლებმა მიწის მასიდან ერთი მოქალაქე რამდენიმე საათის წინ ამოიყვანეს. ის კლინიკაშია გადაყვანილი.

შემთხვევის ადგილზე მუშაობდნენ იმერეთის მთავარი სამმართველოს და განსაკუთრებულ საგანგებო სიტუაციების რეაგირების მთავარი სამმართველოს ჯგუფები.

წყარო: ინტერპრესნიუსი
Print