ელენე ხოშტარია საავადმყოფოდან გაწერეს
პარტია „დროას“ ლიდერი ელენე ხოშტარია, რომელიც 17 დღის განამვლობაში შიმშილობდა, საავადმყოფოდან გამოწერეს. ამის შესახებ ინფორმაციას ტავად პოლიტიკოსი ავრცელებს.

ელენე ხოშტარია, რომელიც კლინიკაში 19 ნოემბრიდან იმყოფებოდა, ექიმებს და კლინიკის პერსონალს მადლობას უხდის და ახლადებს, რომ დაახლოებით ერთ კვირაში მიმდინარე პროცესებს დაუბრუნდება:

„მეგობრებო, გამოვეწერე საავადმყოფოდან. ძალიან დიდი მადლობა ნიუ ჰოსპიტალს. ყველა სანიტარს, ექთანს, ექიმს. საოცარი პროფესიონალების და გულისხმიერი ადამიანების ხელში ვიყავი. ერთი წამი დისკომფორტი არ მქონია.

ვახტანგ კალოიანისმხარდაჭერის და დახმარების გარეშე ძალიან გამიჭირდებოდა შიმშილობის დროსაც და ეხლაც. პროფესიონალიზმის გარდა, ყველაზე მთავარი, რაზეც ჩვენი ურთიერთობა იდგა და იდგება არის ნდობა, რასაც ყველაზე მეტად ვაფასებ ცოტა დრო კიდევ მჭირდება ძალების აღსადგენად, ვფიქრობ, მაქსიმუმ ერთ კვირაში დავუბრუნდები საქმეებს“ – ამბობს ელენე ხოშტარია.

პოლიტიკური პარტია „დროას“ ლიდერმა ელენე ხოშტარიამ შიმშილობა მას შემდეგ შეწყვიტა, რაც ხელისუფლებამ მოშიმშილე მიხეილ სააკაშვილს გორის სამხედრო ჰოსპიტალში შესთავაზა სამკურნალოდ გადაყვანა.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები