"ომიკრონის" საწინააღმდეგო ვაქცინის შექმნას 100 დღეში შევძლებთ - ფაიზერი
ვაქცინის მწარმოებლები გამოხატავენ მზადყოფნას, რომ საკუთარი ვაქცინების ადაპტირება შეძლონ იმ შემთხვევაში, თუ "ომიკრონის" შტამი ფართო მასშტაბებზე გავრცელდება. სპეციალისტები შიშობენ, რომ კორონავირუსის ახალი ვარიანტი შესაძლოა უფრო გამძლე იყოს ვაქცინების მიმართ, რომელიც ამჟამად მსოფლიოშია გავრცელებული.

კომპანია "ფაიზერი და ბიონტექი" აცხადებს, რომ მზად არიან ვაქცინის ახალი ვერსია დაახლოებით 100 დღეში შექმნან.

"მოდერნაში" ამბობენ, რომ მათ სტრატეგიაში ისედაც არის ახალი შტამების საწინააღმდეგოდ ვაქცინების ადაპტირება. კომპანიაში აცხადებენ, რომ 2021 წლის განმავლობაში მათი ვაქცინა მუდმივ განახლებას განიციდის.

"ნოვავაქსში" აცხადებენ, რომ ახალი შტამის გენეტიკურ მასალაზე დაყრდნობით უკვე დაიწყეს ახალ ვაქცინაზე მუშაობა. მათი თქმით, ანტიდოტი რამდენიმე კვირაში იქნება მზად.

კორონავირუსის ახალი შტამის შესახებ მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ გუშინ განაცხადა. მათ "ომიკრონს" შემაშფოთებელი და მეტად საშიში უწოდეს.

წყარო: report.ge
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები