ლონდონმა უარი თქვა ჩრდილოეთ ირლანდიასა და შოტლანდიას შორის საავტომობილო ხიდის მშენებლობაზე
დიდი ბრიტანეთის ხელისუფლებამ უარი თქვა შოტლანდიასა და ჩრდილოეთ ირლანდიას შორის დამაკავშირებელი ხიდის ან გვირაბის მშენებლობის გეგმის განხილვაზე, რომელიც უნდა განთავსებულიყო ირლანდიის ზღვაში და რომლის სიგრძე იქნებოდა 32 კმ. პროექტის ღირებულება ექსპერტების შეფასებით, 278-445 მლრდ დოლარია.

იდეის ავტორების მონაცემებით, მისი განხორციელება ტექნიკურად შესაძლებელია, თუმცა, ექსპერტების შეფასებით, ეს ეკონომიკურად არ არის მიზანშეწონილი. მათი თქმით, გვირაბის ხიდის და ხელოვნური კუნძულის კომბინაცია ირლანდიის ზღვაში ვერ განხორციელდება მისი სიღრმის და ძლიერი ქარის გამო.


ამასთან, ყველა ასპექტის გათვალისწინებით, ამ სატრანსპორტო გზის დაგეგმვას, პროექტირებას და მშენებლობას საბოლოო ჯამში 30 წელი დასჭირდება. ამასთან, საავტომობილო და სარკინიგზო გზების შემაერთებელი პროექტი თავისთავად მოითხოვს ძალიან დიდი ოდენობით რესურსს. ექსპერტებმა გამოითვალეს მისი ნახშირორჟანგის კვალიც: ხიდის მშენებლობის შემთხვევაში მისი კომპენსირება შესაძლებელია 42-61 წელიწადში, ხოლო გვირაბის შემთხვევაში - 15-24 წელიწადში.

წყარო: BPN
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები