საქართველოში მსესხებლების 13,3%-ს ვადაგადაცილება უფიქსირდება.
„კრედიტინფოს“ 2021 წლის ოქტომბრის სტატისტიკის მიხედვით, 30 დღიდან 3
წლამდე ვადაგადაცილება, 239 202 მსესხებელს უფიქსირდება, კონტრაქტების
რაოდენობა კი 455 480-ს შეადგენს. საერთო ჯამში, ოქტომბრის
მდგომარეობით საქართველოში საფინანსო სექტორის ვალი 1 804 560
ადამიანს აქვს, ჯამში 30 083 432 075 ლარის მოცულობის.
აღსანიშნავია, რომ მსესხებლების 87,8% საბანკო სექტორზე მოდის,
კერძოდ, ოქტომბრის მდგომარეობით, ბანკებიდან 27 487 441 819 ლარის
მოცულობის კრედიტი სულ 1 584 465 მსესხებელს აქვს აღებული.
ამასთან, სებ-ის მიერ სხვა რეგულირებადი საფინანსო ინსტიტუტების
(მიკროსაფინანსო, სესხის გამცემი სუბიექტი) კრედიტორი 606 496
ადამიანია, გაცემული სესხების მოცულობა კი 2 090 799 390 ლარს
შეადგენს. კიდევ 19 172 ადამიანს კი, ჯამში, 505 190 866 ლარის სესხი
აღებული აქვს სალიზინგო, სამშენებლო და სხვა ტიპის კომპანიისგან.