რუსთავში ავტომობილი დაიწვა [video]
რუსთავში, რუსთაველის ქუჩაზე "მერსედესის" მარკის ავტომობილი დაიწვა.

როგორ საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" თვითმხილველებმა განუცხადეს, მოძრაობის დროს მძღოლმა ავტომობილში ხმა გაიგო, მანქანა გააჩერა და გადმოვიდა, რა დროსაც ავტომობილის უკანა ნაწილს ცეცხლი გაუჩნდა.

შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდა სახანძრო-სამაშველო ეკიპაჟიც და სპეციალური ქაფით ცეცხლი ჩააქრო. რა გახდა ცეცხლის გაჩენის მიზეზი უცნობია.

ხანძრის დროს არავინ დაშავებულა.

რუსთაველის ქუჩაზე მობილიზებული იყო საპატრულო, კრიმინალური და სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ეკიპაჟები.


Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები