პერუში 7.5 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა
ქალაქ ბარანკა-დე-უპიადან 40 კილომეტრში, პერუს ჩრდილოეთით 7,5 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა დაფიქსირდა. ინფორმაციას Reuters აშშ-ის გეოლოგიურ სამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.

მიწისძვრის შედეგად დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.

ევროპა-ხმელთაშუა ზღვის სეისმოლოგიურმა ცენტრმა "ტვიტერში" განაცხადა, რომ მიწისძვრა ამაზონის ტროპიკული ტყეების იშვიათად დასახლებულ რეგიონში მოხდა.

სოციალურ ქსელში ვრცელდება ფოტოები, რომლებიც სხვადასხვა ლოკაციაზე მიყენებულ ზარალს ასახავს.

ბიძგები იგრძნობოდა ეკვადორშიც.

მიწისძვრა პერუში საკმაოდ ხშირად ვლინდება. წყნაროკეანურ ცეცხლოვან რკალში პლანეტაზე მომხდარი სეისმური აქტივობების 85% ფიქსირდება.

წყარო: ინტერპრესნიუსი
Print