ნიდერლანდებში 13 ადამიანს ,,ომიკრონის“ შტამი დაუდასტურდა
ქვეყნის ჯანდაცვის ორგანოს ინფორმაციით, 13 ადამიანს, რომლებიც პარასკევს სამხრეთ აფრიკიდან ნიდერლანდებში ჩაფრინდნენ, ,,ომიკრონი” დაუფიქსირდა.

მანამდე, სამხრეთ აფრიკიდან ნიდერლანდებში ჩაფრენილ 2 რეისზე კორონავირუსი 61 ადამიანს დაუდასტურდა.

"სამხრეთ აფრიკიდან ნიდერლანდებში ავიაკომპანია KLM-ის პირველი თვითმფრინავი 10:30-ზე ჩაფრინდა, მეორე კი 11:00-ზე. ახალი შტამის გავრცელების საფრთხის გამო ისინი აეროპორტთან ახლოს სასტუმროში გადაიყვანეს. მგზავრებმა აეროპორტის საერთო სივრცეში, სადაც 600-ზე მეტი პირი იმყოფებოდა, რამდენიმე საათი გაატარეს. ტესტირების შემდეგ კი დადგინდა, რომ 61 მათგანს კორონავირუსი დაუდასტურდა. ,,ომიკრონის ვარიანტი ამჟამად 13 ადამიანთან გამოვლინდა. თუმცა შედეგები სრული არ არის. ახალი ვარიანტის დადებითი შემთხვევები შესაძლოა ტესტირების სხვა შედეგებმაც აჩვენონ“, - წერია საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ინსტიტუტის განცხადებაში.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები
დაიცავი დისტანცია