47 გარდაცვლილი და 1 954 ახალი შემთხვევა - კორონავირუსის 29 ნოემბრის სტატისტიკა
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღევანდელი მონაცემებით, ჩატარდა 20 068 ტესტი, გამოვლინდა ინფიცირების 1 954 ახალი შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 4 477 პირი, გარდაიცვალა 47 ადამიანი.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 28 ნოემბრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 9.74%, ბოლო 14 დღის მანძილზე – 9.0% ხოლო 7 დღის მანძილზე – 9.04%.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 4 477 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 783 987.

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 47 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 11 974 პირი ემსხვერპლა.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 954 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 1 015 შემთხვევა, აჭარა – 105, იმერეთი – 313, ქვემო ქართლი – 97, შიდა ქართლი – 85, გურია – 43, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 106, კახეთი – 84, მცხეთა-მთიანეთი – 46, სამცხე-ჯავახეთი – 49, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 11.

წყარო: პუბლიკა
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები