"ძალიან მნიშვნელოვან განცხადებას ვაკეთებ, მინდა, იცოდეს მოსახლეობამ..." - თენგიზ ცერცვაძე
ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელის, თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, თუკი მოქალქეები სპეციალისტებს კოვიდინფიცირებიდან 8-10 დღის განმავლობაში მათ მიმართავენ, დაავადების დამძიმებასა და ლეტალური გამოსავლის თავიდან აცილება შესაძლებელია.

ისი განმარტებით, საქართველოში არსებული ხუთი მედიკამენტიდან ოთხი მხოლოდ ვირუსის გამოვლენიდან 8-10 დღის განმავლობაშია ეფექტური.

„კლინიკური ჯგუფის ხელმძღვანელი ვარ და პასუხს ვაგებ მკურნალობასა და ავადმყოფების გადარჩენაზე. ჩვენ სათანადო რეაგირება მოვახდინეთ ამაზე, საერთაშორისო სტანდარტებით ვმკურნალობდით, მაგრამ გავაძლიერეთ ეს პოტენციალი, შემოვიტანეთ ხუთი უახლესი მედიკამენტი. ძალიან მნიშვნელოვან განცხადებას ვაკეთებ, მინდა, იცოდეს მოსახლეობამ, რომ თუ კოვიდავადმყოფი მოგვმართავს პირველი 8-10 დღის განმავლობაში, ჩვენ დღეს გვაქვს ისეთი მედიკამენტები და მკურნალობის გამოცდილება, რომ ამ პაციენტების აბსოლუტური უმრავლესობა თავიდან აიცილებს დაავადების დამძიმებას, რეანიმაციაში მოხვედრას და შესაბამისად, გარდაცვალებას, მაგრამ, სამწუხაროდ, 5 ახალი მედიკამენტიდან 4 მედიკამენტი ეფექტიანია იმ შემთხვევაში, თუ მკურნალობა დაიწყება დაავადების პირველი სიმპტომებიდან 8-10 დღეში, ვირუსი მრავლდება - შემდეგ ეს მედიკამენტები აღარაა ეფექტური. ჯერჯერობით ჩვენ შემოვიტანეთ 5 მედიკამენტი, „რემდესივირი“, „ბარიციტინიბი“, „ტოცილიზუმაბი“ და მონოკლონური ანტისხეულების ორი სხვადასხვა სახეობა. ერთ ფორმას ვიყენებთ ამბულატორიულ ავადმყოფებში, ბინაზე დარჩენილებში, მეორე ფორმას – კლინიკაში. ამ მედიკამენტებიდან სამი არის ანტივირუსული მოქმედების და მხოლოდ პირველი 8 დღე მოქმედებს. ერთი არის შერეული მოქმედების, რომელიც მოქმედებს როგორც ანტივირუსული მედიკამენტი, ისე ანთების საწინააღმდეგოდ. ის შეიძლება, დასაწყისში და მოგვიანებითაც გამოიყენო“, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

წყარო: report.ge
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები
დაიცავი დისტანცია