ძაღლისა და კატის მიტოვებისთვის ჯარიმების დაწესებას პარლამენტმა მხარი დაუჭირა
პარლამენტმა პირველი მოსმენით, მხარი დაუჭირა პატრონის მიერ, ძაღლის ან კატის მიტოვებისთვის ჯარიმების დაწესებას.

"ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში" ცვლილებების პროექტის თანახმად, რეგისტრირებული ძაღლის ან კატის მიტოვება პატრონის მიერ - გამოიწვევს მეპატრონე ფიზიკური პირის დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით, ხოლო განმეორების შემთხვევაში - 1 000 ლარით; იგივე ქმედება, ჩადენილი მეპატრონე იურიდიული ან ინდივიდუალური მეწარმის მიერ დაისჯება 1 500 ლარით, ხოლო განმეორებით შემთხვევაში - 3000 ლარით."

კანონი ძალაში 2022 წლის ბოლოდან შევა. 

წყარო: report.ge
Print