ოსური მხარის ცნობით, საქართველოს მოქალაქე დააკავეს
ოსური მხარის ცნობით, სამხრეთ ოსეთის შს სამინისტროს საზღვრის დაცვის თანამშრომლებმა ჯავის რიონის სოფელ ვანელში, გამშვებ პუნქტზე საქართველოს მოქალაქე, თბილისში მცხოვრები 47 წლის კაცი დააკავეს.

უწყების ცნობით, საქართველოს მოქალაქემ მათ განუცხადა, რომ გამშვები პუნქტი ერგნეთში უკანონოდ გადაკვეთა და არ ჰქონდა თან საბუთები. საქართველოს მოქალაქე, როგორც ოსური მედია წერს, სამხრეთ ოსეთის უშიშროების სამსახურშია გადაყვანილი.

ფაქტთან დაკავშირებით კომენტარისთვის ნეტგაზეთი სუს-ს დაუკავშირდა, თუმცა უწყებაში სატელეფონო ზარებს არ პასუხობენ.

წყარო: ნეტგაზეთი
Print