მიუნხენში მე-2 მსოფლიო ომის დროინდელი ბომბი აფეთქდა, დაშავდა 4 ადამიანი
გერმანიის ქალაქ მიუნხენში, სამშენებლო მოედანზე, მეორე მსოფლიო ომის დროს ჩამოგდებული 250-კილოგრამიანი ბომბი აფეთქდა.

შემთხვევის შედეგად დაშავდა ოთხი ადამიანი, მათ შორის ერთის მდგომარეობა მძიმეა.

ინფორმაციას BBC ავრცელებს.

აფეთქება ქალაქის მთავარ რკინიგზის სადგურთან მოხდა, რის გამოც მატარებელთა მოძრაობა დროებით შეჩერდა.
როგორც ადგილობრივი პოლიცია აცხადებს, აფეთქების შესაძლო მიზეზი გრუნტის გაბურღვის სამუშაოებია.

მეორე მსოფლიო ომის დროინდელ აუფეთქებელ ბომბებს ხშირად პოულობენ გერმანიაში. მათ უმეტესობას განნაღმველები ადვილად აუვნებელყოფენ.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები