აშშ-ის საელჩოს თანამშრომლებმა, რომლებიც მოსკოვში 3 წელზე მეტ ხანს
იმყოფებიან, ქვეყანა 31 იანვრამდე უნდა დატოვონ,
- მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა
სამინისტროს პრესსპიკერმა მარია ზახაროვამ განაცხადა.
რამდენიმე დღის წინ რუსეთის ელჩმა შეერთებულ შტატებში განაცხადა, რომ
27 რუსი დიპლომატი და მათი ოჯახები აშშ-დან გააძევეს და მათ ქვეყანა
2022 წლის 30 იანვრამდე უნდა დატოვონ.
"ამერიკის მოთხოვნას გაძევებად მივიჩნევთ და ვაპირებთ შესაბამის
რეაგირებას. აშშ-ის საელჩოს თანამშრომლებმა, რომლებიც სამ წელზე მეტი
ხნის განმავლობაში იმყოფებიან მოსკოვში, რუსეთი 2022 წლის 31
იანვრამდე უნდა დატოვონ", - განაცხადა ზახაროვამ.
მისი თქმით, ეს არ არის რუსეთის არჩევანი და რომ “მსგავსი თამაში
შეერთებულმა შტატებმა დააწესა.”