ოფიციალური მოსკოვი აშშ-ის საელჩოს თანამშრომლების ნაწილს ქვეყნის დატოვებას სთხოვს
აშშ-ის საელჩოს თანამშრომლებმა, რომლებიც მოსკოვში 3 წელზე მეტ ხანს იმყოფებიან, ქვეყანა 31 იანვრამდე უნდა დატოვონ, - მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა მარია ზახაროვამ განაცხადა.

რამდენიმე დღის წინ რუსეთის ელჩმა შეერთებულ შტატებში განაცხადა, რომ 27 რუსი დიპლომატი და მათი ოჯახები აშშ-დან გააძევეს და მათ ქვეყანა 2022 წლის 30 იანვრამდე უნდა დატოვონ.

"ამერიკის მოთხოვნას გაძევებად მივიჩნევთ და ვაპირებთ შესაბამის რეაგირებას. აშშ-ის საელჩოს თანამშრომლებმა, რომლებიც სამ წელზე მეტი ხნის განმავლობაში იმყოფებიან მოსკოვში, რუსეთი 2022 წლის 31 იანვრამდე უნდა დატოვონ",
- განაცხადა ზახაროვამ.

მისი თქმით, ეს არ არის რუსეთის არჩევანი და რომ “მსგავსი თამაში შეერთებულმა შტატებმა დააწესა.”

წყარო: ინტერპრესნიუსი
Print