ბრაზილიაში იწყება სასამართლო პროცესი კლუბის საქმეზე, სადაც 242 ადამიანი დაიღუპა
ბრაზილიაში ხვალ სასამართლო განხილვა დაიწყება საქმეზე, რომელსაც 242 მსხვერპლი ჰყავს. მათ შორის ძირითადად ახალგაზრდები არიან, რომლებიც ღამის კლუბში გასართობად იყვნენ წასული.

შემთხვევა 9 წლის წინ, 2013 წლის 28 იანვარს მოხდა, როდესაც ორი სტუდენტის მუსიკალური ბენდი უნივერსიტეტის მიერ მოწყობილ წვეულებაზე გამოდიოდა. ღამის კლუბში სპეცეფექტის გაშვებისას ცეცხლი კლუბის ჭერს მოედო, საიდანაც მომწამვლელი ორთქლი და პიროტექნიკის ტყვიები წამოვიდა.

შემთხვევისას 242 ადამიანი დაიღუპა და 636 კი დაშავდა. დაშავებულთა უმეტესობას ასფიქსია განუვითარდა. სუნთქვის უკმარისობის გამო ასობით ადამიანი საავადმყოფოში მოხვდა

საქმეზე ბრალდებულად წვეულების ორგანიზატორები და ღამის კლუბის მეპატრონეები არიან ცნობილი.

წყარო: report.ge
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები