სასამართლომ კოვიდ პასპორტის საქმეზე გადაწყვეტილება მიიღო
"მწვანე პასპორტის" საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლომ გადაწყვეტილება მიიღო. არასამთავრობო ორგანიზაციის "პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის" საჩივარი სასამართლომ არ დააკმაყოფილა.

საქმე ეხება მთავრობის გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც ე.წ. მწვანე პასპორტი უვადოდ ენიჭება იმ ადამიანს, ვისაც Covid 19 გადატანილი აქვს. სასამართლომ მოსარჩელეს საპირისპიროს მეცნიერული მტკიცებულება მოსთხოვა. მოსარჩელე ვალდებულია დაადასტუროს, რომ კოვიდგადატნილ ადამიანებს უვადო იმუნიტეტი არ აქვთ.

არასამთავრობო ორგანიზაცია გადაწყვეტილების სააპელაციო სასამართლოში გასაჩივრებას გეგმავს. 1-ლი დეკემბრიდან ქვეყანაში ამოქმედდა "მწვანე პასპორტი", რომელიც ვაქცინირებულ პირებს სტატუსის განსაზღვრაში ეხმარება.

წყარო: report.ge
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები
დაიცავი დისტანცია