აზერბაიჯანმა საქართველოს 89,6 ტონა დაბინძურებული კარტოფილი
დაუბრუნა.
ამის შესახებ პორტალი Trend აზერბაიჯანის სურსათის უვნებლობის
სააგენტოზე დაყრდნობით იუწყება.
სააგენტოს ცნობით, იურიდიული პირის, შპს ZE-DENT-ის მიერ ქვეყანაში
შეტანილი კარტოფილის პარტიის შემოწმების დროს, პროდუქციის ნიმუშები
აიღეს.
სურსათის უვნებლობის ინსტიტუტის ლაბორატორიაში ჩატარებულმა ანალიზმა
პროდუქტში მავნებლის, კარტოფილის ნემატოდის (Ditylenchus destructor
Thorne) არსებობა გამოავლინა.