აზერბაიჯანმა საქართველოს 90 ტონამდე კარტოფილი დაუბრუნა
აზერბაიჯანმა საქართველოს 89,6 ტონა დაბინძურებული კარტოფილი დაუბრუნა. ამის შესახებ პორტალი Trend აზერბაიჯანის სურსათის უვნებლობის სააგენტოზე დაყრდნობით იუწყება.

სააგენტოს ცნობით, იურიდიული პირის, შპს ZE-DENT-ის მიერ ქვეყანაში შეტანილი კარტოფილის პარტიის შემოწმების დროს, პროდუქციის ნიმუშები აიღეს.

სურსათის უვნებლობის ინსტიტუტის ლაბორატორიაში ჩატარებულმა ანალიზმა პროდუქტში მავნებლის, კარტოფილის ნემატოდის (Ditylenchus destructor Thorne) არსებობა გამოავლინა.

წყარო: BPN
Print