საქართველოს თავდაცვის ძალები ,,ევროპული სამშვიდობო ფონდიდან“ დახმარების სახით 12.75 მილიონ ევროს მიიღებს
ევროსაბჭოს გადაწყვეტილებით, საქართველოს თავდაცვის ძალები, ,,ევროპული სამშვიდობო ფონდიდან“ დახმარების სახით 12.75 მილიონ ევროს მიიღებს. ინფორმაციას ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახური ავრცელებს.

განცხადებაში ნათქვამია, რომ 12.75 მილიონი ევრო 36 თვეზე იქნება გათვალისწინებული.

,,ეს ღონისძიება ხელს შეუწყობს საქართველოს თავდაცვის ძალების შესაძლებლობების გაძლიერებას, მათ შორის შესაძლებლობას, გაუწიოს მომსახურება მშვიდობიანი მოქალაქეებს კრიზისულ ან საგანგებო სიტუაციებში. კერძოდ, ის უზრუნველყოფს არალეტალუი სამედიცინო და საინჟინრო აღჭურვილობას და სამოქალაქო ტიპის მობილობის აქტივებს“, - აღნიშნულია განცხადებაში.

ევროკავშირის ინფორმაციით, დახმარებას მიიღებს კიდევ სამი ქვეყანა. დიპლომატიური სამსახურის ცნობით უკრაინა -31 მილიონ ევროს, მალის რესპუბლიკა-24 მილიონს ევროს, ხოლო მოლდოვა კი -7 მილიონ ევროს მიიღებს.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები
დაიცავი დისტანცია