შეხვედრა კოლეჯ "მოდუსში [photo]
სსიპ კოლეჯ „მოდუსის“ პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების სტუდენტებს, სსიპ დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს წარმომადგენლები შეხვდნენ.

შეხვედრის ფარგლებში კოლეჯის სტუდენტებს დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს პროგრამებისა და სერვისების შესახებ, ასევე შრომის ბაზარზე არსებული შესაძლებლობების შესახებ მიეწოდათ ინფორმაცია.

აღნიშნული შეხვედრის ფარგლებში, პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტებს შესაძლებლობა მიეცათ შრომის ბაზრის მართვის საინფორმაციო სისტემაში www.worknet.gov.ge დარეგისტრირებულიყვნენ და ინდივიდუალური საკონსულტაციო სერვისი მიეღოთ. სისტემაში რეგისტრაციის შემდეგ, სტუდენტები საკუთარი ინტერესების შესაბამისად სხვადასხვა ვაკანსიის შესახებ მიიღებნ ინფორმაციას.

შეხვედრის მიზანს კოლეჯი „მოდუსის“ სტუდენტებისთვის დასაქმების პროგრამებზე ინფორმაციული მხარდაჭერა წარმოადგენდა. ორმხრივი თანამშრომლობა ითვალისწინებს სტუდენტებისთვის სისტემატურად როგორც ჯგუფური კონსულტირების შეთავაზებას, ისე კარიერის დაგეგმვის ინდივიდუალური სერვისების მიწოდებას. პროფესიულ სტუდენტებთნა მომდევნო შეხვედრა მარნეულში, კოლეჯი „მოდუსის“ ახალ კამპუსში გაიმართება.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები