წულუკიანი ისტორიულ მეჩეთებზე: მზად ვარ, ეს უნიკალური მემკვიდრეობა აღვადგინოთ
დღეს, პარლამენტის სხდომაზე, ტარიელ ნაკაიძემ კულტურული მემკვიდრეობის სტატუსის მქონე ძეგლებზე ისაუბრა და კულტურის მინისტრს, მათ შენახვა-რესტავრაციასთან დაკავშირებულ გეგმებზე ჰკითხა.

“თქვენ გასაოცარი ფოტოები გვაჩვენეთ, თუ თქვენთვის ეს პოლიტიკურად მისაღები იქნება, მე მზად ვარ, რომ თქვენთან ერთად ეს მეჩეთები მოვინახულო… მზად ვარ, რომ ეს უნიკალური ხის კულტურული მემკვიდრეობა, თუ კი ეს კიდევ შესაძლებელია და სადაც შესაძლებელია, აღვადგინოთ”, –
თქვა წულუკიანმა.

თეა წულუკიანის თქმით, საქართველოში ხით ნაგები კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების რესტავრაცია, სპეციალისტების დეფიციტის გამო ჭირს, რის გამოც საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტრომ თანამშრომლობის ხელშეკრულება გააფორმა კრაკოვის ეთნოგრაფიულ მუზეუმთან.

“იგივე პრობლემები აქვს ქრისტიანულ ხის ნაგებობებს და ამისთვის ჩვენ გავაფორმეთ თანამშრომლობის მემორანდუმი კრაკოვის ეთნოგრაფიულ მუზეუმთან. იმ პრობლემებიდან გამომდინარე, რაც ჩამოვთვალე, გვჭირდება ხის ნაგებობების და კულტურული მემკვიდრეობის აღდგენის პროფესიონალი სპეციალისტები. ამ მუზეუმთან ერთად, ჩვენ ჩვენი ხის ოსტატების და სხვა პირების კვალიფიკაციას გავზრდით და პროფესიონალიზმს შევძენთ მათ იმიტომ, რომ ეს პროფესიებიც იკარგება.

მე მოკრძალებით მოგიწოდებდით, არ გეგონოთ, რომ ეს ამ დღეშია იმიტომ, რომ მეჩეთია, ძალიან ბევრი ქართული ოდაა, რომელიც იქცევა იმიტომ, რომ ადამიანი არ დარჩა, რომელიც შეძლებს ამას მიხედოს. პროფესიები ქრება. ჩვენ დავიწყეთ ერთ-ერთი უნიკალური ხის ოდის აღდგენა ხიდისთავში და ასევე რაჭაში, გოგოლებში აღვწერეთ ხის ოდები, რომლებიც რაჭული ცნობილი ოსტატობითაა გაკეთებული და იქაც, თუ არ მიეხედა, იმიტომ რომ ხის ნაგებობაა, შეიძლება განადგურდეს. თქვენის ნებართვით, კატეგორიულად არ დავინახავ აქ რაიმე ტიპის ნიშანს თუ რატომ არის აქ ასე და სხვაგან ისე, იმიტომ რომ ყველგან ერთნაირი მდგომარეობაა”,
– თქვა წულუკიანმა

წყარო: batumelebi.netgazeti.ge
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები
დაიცავი დისტანცია