მარნეულის ერთადერთი შუქნიშანი გაფუჭდა
დღეს, 6 დეკემბერს, მარნეულის ერთადერთი შუქნიშანი მთელი დღის განმავლობაში გამორთულია.

ჯერ-ჯერობით უცნობია შუქნიშნის დაზიანების მიზეზები.

რადიო „მარნეულს“ მარნეულის მერიაში განუცხადეს, რომ შუქნიშნის დაზიანებასთან დაკავშირებით საქმის კურსში არიან. განმარტავენ, რომ სპეციალური ჯგუფი უკვე ადგილზეა გასული, რომელიც გაარკვევს თუ რატომ აღარ მუშაობს შუქნიშანი და მას სავარაუდოდ ხვალამდე შეაკეთებენ.

მარნეულში, რუსთაველის ქუჩაზე, ახალი შუქნიშნები გასულ წელს გააკეთეს. ქალაქ მარნეულში, რუსთაველისა და აღმაშენებლის ქუჩების გადაკვეთაზე განთავსებული საგზაო მოძრაობის მარეგულირებელი შუქნიშნის რეკონსტრუქცია/ რეაბილიტაციის სამუშაოების 57 745 ლარის ღირებულების ტენდერი მარნეულის მერიამ 17 აგვისტოს გამოაცხადა. მასში მონაწილეობა ერთადერთმა კომპანიამ შპს „გზაჯვარედინმა“ მიიღო, როელთანაც მერიამ ხელშეკრულება გააფორმა.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები