"ოცნების" ვიზიტი სტრასბურგში იყო კრახი" - სამადაშვილი
"ქართული ოცნების" ვიზიტი სტრასბურგში იყო სრული კრახი, ბევრი ადამიანისგან უარი მიიღეს შეხვედრაზე", - ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა სალომე სამადაშვილიმა განაცხადა.

"მე პირდაპირ შემიძლია გითხრათ, რომ მთელი რიგი პოლიტიკური ჯგუფის წარმომადგენლები კობახიძეს არ შეხვდნენ, უარი უთხრეს შეხვედრაზე იმიტომ, რომ მათთან გვერდში გამოჩენა უკვე დამაზიანებელია. მათ შორის ისეთი ხალხისთვის, ვინც თავის დროზე, "ქართული ოცნების" სერიოზული მოკავშირე იყო ევროპაში. "ქართულ ოცნებასთან" შეხვედრა უკვე დისკრედიტაციაა ბევრი პოლიტიკოსისთვის", - განაცხადა სამადაშვილმა ტელეკომპანია "ფორმულას" ეთერში.

წყარო: report.ge
Print