"ერთ შეკითხვაზე გამეცით პასუხი" - გიორგი ფხაკაძე
საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი გიორგი ფხაკაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.

პროფესორი "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე, კოვიდპასპორტის წინააღმდეგ გამართულ აქციებს ეხმაურება და სხვა ქვეყნების მაგალითზე წერს, სადაც ვაქცინაცია სავალდებულოა.

"ნიუ იორკში ყველა, ვინც კერძო სექტორში მუშაობს, 27 დეკემბრამდე აცრილი უნდა იყოს!

"მწვანე/კოვიდ საშვი" ნიუ იორკში სავალდებულოა 5 წლის ასაკიდან.

ზიმბაბვეში კოვიდ საშვი არ არის, შვეიცარიაში კოვიდ საშვი სავალდებულოა.

ავსტრიაში, საბერძნეთსა და უკვე ნიუ იორკში, ვაქცინაცია სავალდებულოა - მოზამბიკში ვაქცინები საერთოდ არ არის.

ახლა ერთ შეკითხვაზე გამეცით პასუხი: სად არის საქართველო? რომ იძახიან, მწვანე პასპორტი ეს არის "მონობა", "არა დემოკრატიული", "თავისუფლების შეზღუდვა" და ასე შემდეგ - ანუ ზიმბაბვე არის თავისუფალი, დემოკრატიული… და შვეიცარიასა და ნიუ იორკში არის დიქტატურა და მონობა?!"
, - წერს გიორგი ფხაკაძე სოციალურ ქსელში.


წყარო: report.ge



Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები