Toyota ელექტრომობილებისთვის საჭირო აკუმულატორების საწარმოში 1,3 მლრდ დოლარს დახარჯავს
კომპანია Toyota, რომელიც ამ ბოლო დროს ცნობილი გახდა როგორც ავტოინდუსტრიის გაელექტროვების კრიტიკოსი საავტომობილო ბრენდი, აანონსებს აკუმულატორების.

ქარხნის მშენებლობას, რაშიც 1,29 მლრდ დოლარის დახარჯვას აპირებს. საწარმოს შექმნა იგეგმება აშშ-ს შტატ ჩრდ. კაროლინას ქალაქ გინსბოროში. მას ეწოდება Toyota Battery Manufacturing, North Carolina (TBMNC) და მიაწვდის ლითიუმ-იონის ელემენტებს კომპანიის მიერ ამერიკაში წარმოებულ ელექტრომობილებს.

2025 წლისთვის, როცა კომპანია უკვე შეუდგება ელემენტების წარმოებას, მას ექნება ოთხი საწარმოო ხაზი, რომელთაც სათითაოდ შეძლებათ წლიურად 200 ათასი ელექტრომობილისთვის საჭირო ელემენტის წარმოება. სამომავლოდ კი ეს ხაზი გაიზრდება 6-მდე, რის შემდეგაც ის წლიურად 1,2 მლნ ელექტრომობილისთვის საჭირო აკუმულატორს გამოსცემს. TBMNC-ის გეგმით შეიქმნება 1750 ახალი სამუშაო ადგილი.

საწარმოში განსახორციელებელი 1,29-მილიარდიანი ინვესტიცია არის კომპანიის დიდი გეგმის ნაწილი, რომელიც ითვალისწინებს 3,4 მლრდ დოლარის ინვესტირებას შტატებში აკუმუალტორების განვითარებისა და წარმოების სფეროში 2030 წლამდე. ამასთან, 2030 წლისთვის კომპანია აპირებს შეამციროს ელემენტების ღირებულება 30%-ით.

წყარო: BPN
Print