საჯარო რეესტრმა ულტრამემარჯვენე "ალტ-ინფოს" პარტია ოფიციალურად
დაარეგისტრირა. გადაწყვეტილება 7 დეკემბრით თარიღდება.
პარტიას "კონსერვატიული მოძრაობა" ერქმევა. მისი თავმჯდომარე ზურაბ
მახარაძე იქნება, გენერალური მდივანი კი - გიორგი ქარდავა.
27 ნოემბერს საჯარო რეესტრის სააგენტომ "ალტ-ინფოს" პარტიის,
"კონსერვატიული მოძრაობის" რეგისტრაცია შეაჩერა და დადგენილი
ხარვეზების აღმოსაფხვრელად 10 დღე მისცა.
როგორც რეესტრი დასაბუთებაში წერდა, სარეგისტრაციოდ წარდგენილი
დოკუმენტაცია რეგისტრაციის პირობებს, რიგ გარემოებათა გამო, არ
შეესაბამებოდა.
ცნობისთვის, "ალტ-ინფოს" გუნდმა პოლიტიკური პარტია 2021 წლის 20
ნოემბერს დააფუძნა.