რეესტრმა "ალტ-ინფოს" პარტია დაარეგისტრირა
საჯარო რეესტრმა ულტრამემარჯვენე "ალტ-ინფოს" პარტია ოფიციალურად დაარეგისტრირა. გადაწყვეტილება 7 დეკემბრით თარიღდება.

პარტიას "კონსერვატიული მოძრაობა" ერქმევა. მისი თავმჯდომარე ზურაბ მახარაძე იქნება, გენერალური მდივანი კი - გიორგი ქარდავა.

27 ნოემბერს საჯარო რეესტრის სააგენტომ "ალტ-ინფოს" პარტიის, "კონსერვატიული მოძრაობის" რეგისტრაცია შეაჩერა და დადგენილი ხარვეზების აღმოსაფხვრელად 10 დღე მისცა.

როგორც რეესტრი დასაბუთებაში წერდა, სარეგისტრაციოდ წარდგენილი დოკუმენტაცია რეგისტრაციის პირობებს, რიგ გარემოებათა გამო, არ შეესაბამებოდა.

ცნობისთვის, "ალტ-ინფოს" გუნდმა პოლიტიკური პარტია 2021 წლის 20 ნოემბერს დააფუძნა.


წყარო: report.ge
Print