გურჯაანის პოლიციის დროებითი მოთავსების იზოლატორში მამაკაცი
გარდაიცვალა.
"მთავარი არხის" ინფორმაციით, შემთხვევა 3 დეკემბერს, დაკავებულის
სასამართლო პროცესის დაწყებამდე მოხდა.
41 წლის კაცს, სავარაუდოდ, ეპილეფსიური შეტევა დაემართა და ექიმებმა
მისი გადარჩენა ვეღარ შეძლეს.
საქმეს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური იძიებს.
ცნობისთვის, მამაკაცი ოჯახში ძალადობის ბრალდებით იყო დაკავებული.