ევროპის მედიკამენტების სააგენტო მხარს უჭერს კოვიდის ვაქცინების კომბინაციას
ევროკავშირის ჯანდაცვის სააგენტოებმა რეკომენდაცია გაუწიეს COVID-19 ვაქცინების შერევასა და მათ შერჩევას როგორც საწყისი კურსებისთვის, ასევე ბუსტერ დოზებისთვის.

ინფორმაციას ამის შესახებ „როიტერსი“ ავრცელებს.

ევროპის მედიკამენტების სააგენტოსა (EMA) და დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ევროპულ ცენტრის (ECDC) ერთობლივ განცხადებაში ნათქვამია, რომ ვირუსული ვექტორის ვაქცინების და mRNA ვაქცინების კომბინაცია ორგანიზმში წარმოქმნის ანტისხეულების საკმარის დონეს კორონავირუსთან საბრძოლველად.

სააგენტოებში ასევე აცხადებენ, რომ საჭიროა მეტი კვლევა სუსტი იმუნური სისტემის მქონე ადამიანებში ვაქცინების შერეულად გამოყენების მხარდასაჭერად, ასევე ქრონიკული დაავადებებისა და სიმსივნის მქონე ადამიანებთან მიმართებით.

დიდ ბრიტანეთში ჩატარებულმა კვლევამ COVID-19 ვაქცინების შერევასთან დაკავშირებით, აჩვენა, რომ ადამიანებს, რომლებმაც AstraZeneca-ს ან Pfizer-BioNTech-ის ვაქცინების პირველი დოზა მიიღეს, ხოლო 9 კვირის შემდეგ Moderna-ს ვაქცინით აიცრნენ, უკეთესი იმუნური პასუხი გამოუმუშავდათ.

წყარო: batumelebi.netgazeti.ge
Print