საქართველოს ეროვნული ბანკის განცხადებით 1995 და 1999 წლების
გამოშვების ლარის ყველა ნომინალის ბანკნოტის საგადამხდელო საშუალებად
გამოყენების ვადა 2021 წლის ბოლოს იწურება.
2022 წლის პირველი იანვრიდან კი, 1995-1999 წლების გამოშვების ლარის
ყველა ნომინალის ბანკნოტის გადაცვლა მხოლოდ საქართველოს ეროვნული
ბანკის საკასო ცენტრში [თბილისი, კახეთის გზატკეცილი # 72] იქნება
შესაძლებელი.
„შესაბამისად, 2021 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით, ყველა
იურიდიული და ფიზიკური პირი ვალდებულია, 1995-1999 წლების ემისიის
ყველა ნომინალის ბანკნოტებით (თუ ისინი აკმაყოფილებენ საქართველოს
ეროვნული ბანკის საბჭოს 2011 წლის 27 ივნისის N4 დადგენილებით
დამტკიცებულ „ლარის ბანკნოტებისა და მონეტების ვარგისობის განსაზღვრის
კრიტერიუმებითა და მათი მიღება-გამოცვლის წესით“ განსაზღვრულ
მოთხოვნებს) ანგარიშსწორება შეუფერხებლად
განახორციელოს,“ – აცხადებს ეროვნული ბანკი.