მოქალაქეებს მთის კურორტებზე დასვენება კონკრეტული რეგულაციების დაცვით მოუწევთ, მათ შორის სასტუმროებში ე.წ. მწვანე ბარათის წარდგენა იქნება სავალდებულო
ცნობილია, რა რეგულაციები იმოქმედებს ზამთრის სეზონზე მთის კურორტებზე. როგორც „ინტერპრესნიუსს“ მთის კურორტების განვითარების კომპანიაში განუმარტეს, გონდოლაში 10 ადამიანის ნაცვლად 8 პირი დაიშვება. რაც შეეხება ღია ტიპის საბაგიროებს, ისინი სრული დატვირთვით შეძლებენ ფუნქციონირებას.

ამათან, როგორც კომპანიაში განმარტავენ, ტურისტებმა მთის კურორტებზე “მწვანე პასპორტი” უნდა წარადგინონ, რათა სასტუმროებთან ერთად საბაგირო გზებით სარგებლობა შეძლონ.

როგორც მთის კურორტების განვითარების კომპანიაში აცხადებენ, კურორტებზე ზამთრის სეზონის გახსნა კლიმატური პირობებზეა დამოკიდებული.

წყარო: ინტერპრესნიუსი
Print