მეც მიყვარს კლუბებში სიარული, ვაღიარებ - სააკაშვილი ახალგაზრდებს
„სიამოვნებით ვიქნებოდი თქვენსავით ფერადი და მრავალფეროვანი. მეც მიყვარს კლუბებში სიარული, ვაღიარებ“, – მიმართა ახალგაზრდებს მსჯავრდებულმა მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო სხდომაზე, რომელზეც პროცესი ე.წ. საზღვრის კვეთის საქმეზე მიმდინარეობს.

მიხეილ სააკაშვილმა ახალგაზრდებზე საუბრისას აღნიშნა, რომ მათ მოკრძალებით „მიშას თაობას“ ეძახის.

„ჩვენ ვართ ღირსეული ერი, და მე ამისი ღრმად მწამს. მე მწამს საქართველოს ღირსების და იმის, რომ ეს არ არის პატარა სოფელი. მე მწამს საქართვლოსი, იმიტომ, რომ ჩვენ გვყავდა ანწუხელიძე, ტატუნაშვილი, ჩვენ გვყავდა ძალიან მაგარი რეფორმატორები, ჩვენ გვყავდა კახა ბენდუქიძე.

ჩვენ გვყავს წარმოუდგენელი ახალგაზრდობა, რომელსაც მე მოკრძალებით „მიშას თაობას” ვეძახი. ის, ვინც აპოლიტიკურია, სხვადასხვა ტანსაცმელი აცვია და… მინდა გითხრათ, რომ მეც სიამოვნებით ფერად ტანსაცმელში მოვედი აქ და სიამოვნებით ვიქნებოდი თქვენსავით ფერადი და მრავალფეროვანი. მეც მიყვარს კლუბებში სიარული, ვაღიარებ… მინდა ვთქვა, რომ ამ სასამართლოს ტერიტორიაზე მშვენიერი კლუბი გამოვიდოდა“,
– განაცხადა სააკაშვილმა.

წყარო: პუბლიკა
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები