კიევში აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევოსა და უკრაინის პრეზიდენტ
ვლადიმირ ზელენსკის შეხვედრა დაიწყო.
ინფორმაციას აზერბაიჯანული მედია ავრცელებს.
შეხვედრის დასრულების შემდეგ უკრაინა-აზერბაიჯანის მოლაპარაკებები
გაფართოებულ ფორმატში გაიმართება. ასევე იგეგმება ორმხრივი
დოკუმენტების გაფორმება.
მოგვიანებით აზერბაიჯანისა და უკრაინის პრეზიდენტები მედიის
წარმომადგენლებთან განცხადებებს გააკეთებენ.