18 იანვარს მარნეულში ელექტროენერგია შეიზღუდება
კომპანია “ენერგო პრო ჯორჯიას” ინფორმაციით, გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება ქსელში ჩართულ აბონენტებს.

კომპანიის ცნობით, ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 18 იანვარს 10:00-დან 18:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს მარნეულის რაიონის სოფლებში კაპანახჩი, წითელი ხიდი, კესალო, ქირაჩმუღანლო, ქუთლიარი, ხანჯიგაზლო და მიმდებარე სოფლებში.

კომპანიის ცნობით, სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების თანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.

წყარო: tv4.ge
Print